პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა გაიღრმაონ ცოდნა საქართველოს ბუნების იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობების შესახებ; საზოგადოების ყურადღების გამახვილება და ინფორმაციის
მიწოდება მდგრადი განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით; საქართველოს ,,წითელ წიგნში“ შესულ
სახეობათა დაცვის ხელშეწყობა.
აქტუალობა:
ინფორმაციის ნაკლებობის გამო სახეობათა მნიშვნელოვანი ნაწილი გადაშენების საფრთხის წინაშე იმყოფება.
სკოლა: სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის საჯარო სკოლა.
პროექტის ხელმძღვანელი: ბიოლოგიის მასწავლებელი - მაია ქობლიანიძე.
პროექტის მონაწილეები: VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები.
პროექტის მიმდინარეობა: მოვიძიეთ ინფორმაცია და სურათები საქართველოს ,,წითელ წიგნში“ შესული
სახეობების შესახებ, რომელთა საფუძველზეც დამზადდა ესკიზები; ესკიზების მიხედვით მცენარეთა თესლებისა და გირჩების გამოყენებით შეიქმნა დეკორატიული ,,წითელი წიგნი“. დეკორატიულ
,,წითელ წიგნში“ შეტანილია მოკლე ინფორმაცია წარმოდგენილი სახეობების
შესახებ, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
პროექტის შედეგი: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ბუნების იშვიათ სახეობებთან დაკავშირებით; ბუნებისადმი მოსწავლეთა მზრუნველი დამოკიდებულების განვითარება; საზოგადოების ცნობიერების ზრდა იშვიათი და გადაშენების პირას
მისული სახეობების შესახებ, რაც აისახება მათი რაოდენობის .კლების შეჩერებაში.
პროექტის ხანგრძლივობა:1თვე
No comments:
Post a Comment