Saturday, April 27, 2013

წითელი წიგნი

პროექტის სახელწოდება:  დეკორატიული ,,წითელი წიგნი“ - საგანმანათლებლო გზამკვლევი.

პროექტის მიზანი:  მოსწავლეებმა გაიღრმაონ ცოდნა საქართველოს ბუნების იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობების  შესახებ; საზოგადოების ყურადღების გამახვილება და ინფორმაციის მიწოდება მდგრადი განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით; საქართველოს ,,წითელ წიგნში“ შესულ სახეობათა დაცვის ხელშეწყობა.
აქტუალობა:   ინფორმაციის ნაკლებობის გამო  სახეობათა მნიშვნელოვანი ნაწილი  გადაშენების საფრთხის წინაშე იმყოფება.
სკოლა:  სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის საჯარო სკოლა.
პროექტის ხელმძღვანელი:  ბიოლოგიის მასწავლებელი - მაია ქობლიანიძე.
პროექტის მონაწილეები: VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები.
პროექტის მიმდინარეობა:  მოვიძიეთ  ინფორმაცია   და სურათები საქართველოს ,,წითელ წიგნში“ შესული სახეობების  შესახებ, რომელთა საფუძველზეც დამზადდა ესკიზები; ესკიზების მიხედვით მცენარეთა თესლებისა და გირჩების გამოყენებით  შეიქმნა დეკორატიული ,,წითელი წიგნი“.  დეკორატიულ  ,,წითელ  წიგნში“  შეტანილია მოკლე ინფორმაცია წარმოდგენილი სახეობების შესახებ, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
პროექტის შედეგი: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ბუნების იშვიათ სახეობებთან დაკავშირებით; ბუნებისადმი მოსწავლეთა მზრუნველი დამოკიდებულების განვითარება; საზოგადოების ცნობიერების ზრდა იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობების შესახებ, რაც აისახება მათი რაოდენობის .კლების შეჩერებაში.
პროექტის ხანგრძლივობა:1თვე
რესურსები: მუყაო, თაბახის ფურცლები, ფანქრები, წებო, რკინის სამაგრები, სიმინდი, ლობიო, ხორბალი, ბრინჯი, ქოქოსი, გოგრა.
პროექტის ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: მაია ქობლიანიძე<maiakoblianidze@gmail.com>