Thursday, July 4, 2019


 მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება   ბიოლოგიის შესწავლისას IX კლასში

https://drive.google.com/file/d/1KCyshPxjoe1PU4EM63IQyCGteJmC8KAj/view?usp=sharing

Tuesday, May 30, 2017

ეკოპროექტი-გაიცანი, იზრუნე, გააზიარე

პროექტის თემა:   გაიცანი, იზრუნე, გააზიარე
 (საქართველოს ბუნების ძეგლები-ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, გოჭკადილას კანიონი).
პროექტის აქტუალურობა:  მნიშვნელოვანია მოსწავლეებს გაცნობიერებული ჰქონდეთ , რომ ამჟამად ბუნების დაცვის ერთ-ერთ უმთავრეს და ქმედით საშუალებას წარმოადგენს ბუნებრივი, ადამიანის ზემოქმედებით ნაკლებად შელახული ტერიტორიების დაცვა. სწორედ  აქ ხდება ბუნებრივი ლანდშაფტების, ცოცხალი ბუნების მრავალფეროვნებისა და მისი გენოფონდის შენარჩუნება. მოსწავლეთა მცდელობა ხელი შეუწყონ საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას, შიდა ტურიზმის სტიმულირებას, გარემოსდაცვითი საქმიანობისადმი თანატოლთა  დამოკიდებულების ჩამოყალიბებას - მნიშვნელოვნად  ამაღლებს  მათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას.
პროექტის მიზანი: პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეები გაეცნონ საქართველოში არსებულ დაცული ტერიტორიებს;  მონაწილეობა მიიღონ გარემოსდაცვით საქმიანობაში, განსაზღვრონ საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა ბუნების დაცვის საქმეში;  გაიზარდოს, როგორც პროექტში მონაწილე მოსწავლეთა, ასევე სკოლის დანარჩენ მოსწავლეთა მოტივაცია საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლის მიმართ; გაიზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა თანამშრომლობით სწავლებაში.
მოსალოდნელი  შედეგები:  მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოში არსებული დაცული ტერიტორიების მრავალფეროვნებას; ბუკლეტებზე მუშაობის პროცესში დაადგენენ: ნაკრძალების, ეროვნული პარკების, აღკვეთილების, დაცული ლანდშაფტების და ბუნების ძეგლების  დაცვის რეჟიმებს; მოინახულებენ ბუნების ძეგლებს და გადაღებული ვიდეორგოლის ინტერნეტსივრცეში განთავსებით ხელს შეუწყობენ საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას, შიდა ტურიზმის სტიმულირებას; პროექტზე მუშაობის პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ თანატოლებსა და დაინტერესებულ პირებს; ექსკურსიაზე ყოფნის დროს დაიცავენ ქცევის წესებს და არ დააბიძურებენ გარემოს; გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებით შეძლებენ საკუთარი როლის განსაზღვრას,  როგორც გლობალური, ასევე ქვეყნის განვითარების კუთხით; გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლის მიმართ; ასევე გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა თანამშრომლობით სწავლებაში.
  პროექტის აღწერა და აქტივობები:   
    პროექტის ხელმძღვანელი მოსწავლეებს გააცნობს პროექტის მიზნებს, ერთად  განსაზღვრავენ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო აქტივობებს და შეადგენენ სამოქმედო გეგმას (დანართი 1):
●მცირე ჯგუფების შექმნა  და სამუშაოს განაწილება მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით;
● ინფორმაციის მოძიება საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ;
● ჯგუფების მიერ ოკაცეს კანიონის, ოკაცეს(კინჩხას) ჩანჩქერის და მარტვილის კანიონის შესახებ პრეზენტაციის მომზადება Power Point-ში;
● ბუკლეტების დაამზადება: საქართველოს ბუნების ძეგლების-ოკაცეს კანიონის, ოკაცეს(კინჩხას) ჩანჩქერისა და მარტვილის(გოჭკადილას) კანიონის და დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ქცევის წესების შესახებ;
●ექსკურსიისთვის მომზადება;
●ექსკურსიისთვის მარშრუტით: ქიწნისი-ოკაცე-მარტვილი-ქიწნისი;
●ექსკურსიაზე ვიდეორგოლის გადაღება -  ,,საქართველოს ბუნების ძეგლები“;
●ვიდეორგოლის ატვირთვა ინტერნეტში;
●პრეზენტაციისთვის მომზადება;
●პრეზენტაცია სკოლის მოსწავლეებთან და დაინტერესებულ პირებთან; შექმნილი ბუკლეტების გავრცელება;
●პროექტის ხელმძღვანელისა  და მოსწავლეთა რეფლექსია პროექტის განხორციელებაზე.
●პროექტის მასალების ატვირთვა.
საგანთა შორის კავშირები: ბიოლოგია-ბუნებისმცოდნეობა-სამოქალაქო განათლება-გეოგრაფია.
 მოსწავლეთა პროფილი და სია:

მოსწავლის სახელი და გვარი
კლასი
1
თეონა ქართველიშვილი
VIII
2
მარიამ იოსებაშვილი
VIII
3
მარიამ გელდიაშვილი
VIII
4
მარიამ ნაოჭაშვილი
VIII
5
ლიზი ფარეხელაშვილი
VIII
6
ეკა ლაფაჩი
VIII
7
მარიამ ნაოჭაშვილი
IX
8
ნინი ნაოჭაშვილი
IX
9
ეკა ნაოჭაშვილი
IX
10
დალი გულიშვილი
IX
11
მანანო ბუდედაშვილი
IX
12
ნინო დემურაშვილი
X
13
ნინო ლომიძე
X
14
ქეთევან ფელიშვილი
X
15
ნანა მურზაშვილი
XI
16
მარიამ ბოლოთაშვილი
XII
17
თამთა ოქროპირიძე
XII

პროექტის ბიუჯეტი:
აღწერა
ერთეულის ღირებულება
ერთეულის რაოდენობა
მთლიანი ღირებულება
შენიშვნა
1.1 ოკაცეს დაცულ ტერიტორიაზე შესასვლელი მოსწავლის ბილეთი
4 ლარი
17
68 ლარი

1.2 ოკაცეს დაცულ ტერიტორიაზე შესასვლელი უფროსის ბილეთი
7 ლარი
4
21 ლარი
უფასოა ჯგუფის ხელმძღვანელისთვის
 2.1 მარტვილის დაცულ ტერიტორიაზე შესასვლელი მოსწავლის ბილეთი
3 ლარი
17
51 ლარი

2.2 მარტვილის დაცულ ტერიტორიაზე შესასვლელი უფროსის ბილეთი
5 ლარი
4
15 ლარი
უფასოა ჯგუფის ხელმძღვანელისთვის
2.3 მარტვილის დაცულ ტერიტორიაზე ნავით მომსახურების ბილეთი
10 ლარი
21
200 ლარი
უფასოა ჯგუფის ხელმძღვანელისთვის
3. ტრანსპორტირება


320
დაფინანსება სკოლის ბიუჯეტიდან
4. სულ:


675 ლარი


 ვადები: 10.05.2017-15.06.2017

პროექტის ხელმძღვანელი: მაია ქობლიანიძე.

Saturday, April 27, 2013

წითელი წიგნი

პროექტის სახელწოდება:  დეკორატიული ,,წითელი წიგნი“ - საგანმანათლებლო გზამკვლევი.

პროექტის მიზანი:  მოსწავლეებმა გაიღრმაონ ცოდნა საქართველოს ბუნების იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობების  შესახებ; საზოგადოების ყურადღების გამახვილება და ინფორმაციის მიწოდება მდგრადი განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით; საქართველოს ,,წითელ წიგნში“ შესულ სახეობათა დაცვის ხელშეწყობა.
აქტუალობა:   ინფორმაციის ნაკლებობის გამო  სახეობათა მნიშვნელოვანი ნაწილი  გადაშენების საფრთხის წინაშე იმყოფება.
სკოლა:  სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის საჯარო სკოლა.
პროექტის ხელმძღვანელი:  ბიოლოგიის მასწავლებელი - მაია ქობლიანიძე.
პროექტის მონაწილეები: VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები.
პროექტის მიმდინარეობა:  მოვიძიეთ  ინფორმაცია   და სურათები საქართველოს ,,წითელ წიგნში“ შესული სახეობების  შესახებ, რომელთა საფუძველზეც დამზადდა ესკიზები; ესკიზების მიხედვით მცენარეთა თესლებისა და გირჩების გამოყენებით  შეიქმნა დეკორატიული ,,წითელი წიგნი“.  დეკორატიულ  ,,წითელ  წიგნში“  შეტანილია მოკლე ინფორმაცია წარმოდგენილი სახეობების შესახებ, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
პროექტის შედეგი: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ბუნების იშვიათ სახეობებთან დაკავშირებით; ბუნებისადმი მოსწავლეთა მზრუნველი დამოკიდებულების განვითარება; საზოგადოების ცნობიერების ზრდა იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობების შესახებ, რაც აისახება მათი რაოდენობის .კლების შეჩერებაში.
პროექტის ხანგრძლივობა:1თვე
რესურსები: მუყაო, თაბახის ფურცლები, ფანქრები, წებო, რკინის სამაგრები, სიმინდი, ლობიო, ხორბალი, ბრინჯი, ქოქოსი, გოგრა.
პროექტის ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: მაია ქობლიანიძე<maiakoblianidze@gmail.com>